

სენდვიჩპანელის კონტეინერის შეძენის მოთხოვნით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა თვითმმართველობას მიმართა.
„იმის გამო, რომ გაიზარდა covid -19 -ის ტესტირებაზე მოქალაქეთა მომართვიანობა, ხოლო ჯანდაცვის სამსახურის შენობაში გამოყოფილი ფართი ვერ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს და ტესტირებაზე შექმნილი რიგები კიდევ უფრო ამძიმებს ეპიდსიტუაციას, საჭიროა მოძრავი სენდვიჩპანელის კონტეინერის შეძენა“, – ნათქვამია ჯანდაცვის ცენტრის წერილში.
ამ სენდვიჩპანელის კონტეინერის სავარაუდო ღირებულება 13 000 ლარია.
ეს თანხა ჯანდაცვის ცენტრს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2022 წლის პირველი იანვრისათვის არსებული თავისუფალი ნაშთიდან გამოეყოფა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.