

ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში 80 ათასი ლარი მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისთვის დაიგეგმა.
დავინტერესდით, კონკრეტულად რომელი ბინების ფასადების მოწესრიგებას მოხმარდება ეს თანხა. მერის მოადგილე დავით დევდარიანი ამბობს, რომ „მერიას უკვე გამზადებული აქვს ხარაგაულში, დეკანოსიძის ქ. #6-ში (გიმნაზიასთან) მდებარე ერთი და თაბუკაშვილის ქ. #4-ში პოლიციის მიმდებარედ ორი მრავალბინიანი კორპუსის სარეაბილიტაციოდ პროექტები.
თუმცა, ამ პროექტებს კორექტირება სჭირდება. პროექტების დაკორექტირება რამდენი კორპუსის რეაბილიტაციის საშუალებასაც მოგვცემს, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – ამბობს მერის მოადგილე.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.