

დღეს, 24 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საბავშვო ბაღიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 საბავშვო ბაღში დაიწყო.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესი წიფაში, სარგვეშში, წყალაფორეთში, ვახანსა და ლეღვანში ვერ განახლდა.
„წიფასა და სარგვეშში ამის მიზეზი კორონავირუსია, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – კოვიდი წიფაში აღსაზრდელებს, ხოლო სარგვეშში ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა. ამიტომ ამ ორ საბავშვო ბაღში სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო.
აღსაზრდელები არ მივიდნენ წყალაფორეთში, ვახანსა და ლეღვანში. მშობლები პანდემიის გამო შიშობენ. სხვა საბავშვო ბაღებშიც აღსაზრდელთა მხოლოდ 25% გამოცხადდა“.
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება, სწავლის დაწყებამდე, თანამშრომელთა უმრავლესობას ჩაუტარდა. დღეს კიცხის, ბორის, ვარძიის, ხიდარისა და წყალაფორეთის საბავშვო ბაღებში დასაქმებულები იტესტებიან.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია გაერთიანების თანამშრომელთა 50%.
მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ გასულ კვირაში საბავშვო ბაღების საკვები პროდუქტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის მიუხედავად, სწავლის პროცესი არ შეფერხდება – საკვებით საბავშვო ბაღები უკვე მოამარაგეს.
ფოტოზე: ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ბაღის ახალი შენობის გახსნისას, 2021 წ. 11 მარტი
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის