ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტების, ასევე ბურღულეულის, კარტოფილის, ბოსტნეულის, ხილის, თხილეულისა და მცენარეულ ზეთის შესაძენად გამოცხადებული ტენდერები უარყოფითი შედეგით დასრულდა.
ტენდერში მონაწილე შპს „დელაგს“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ამ პროდუქტების შესაძენად ტენდერები ხელახლა გამოცხადდება.
„ტენდერების ჩაშლის გამო სწავლის პროცესი არ შეფერხდება, საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ორი კვირის განმავლობაში ჩვეულებრივ მოვამარაგებთ. ამასობაში ტენდერებიც დასრულდება“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
მზა და დაკონსერვებული თევზის შესაძენად განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დასრულდა.
ტენდერი 8 ათას ლარზე იყო გამოცხადებული და მომწოდებელმა – ი/მ დარეჯან დემეტრაძემ ეს თანხა დააფიქსირა.
მზა და დაკონსერვებული თევზის შესაძენად სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ტენდერი პირველად 4 იანვარს გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არც ერთმა მომწოდებელმა არ მიიღო და ტენდერი არ შედგა.
ტენდერებით უკვე გარკვეულია, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება დაფქულ მარცვლეულ პროდუქტებს (ბრინჯი, პურის ფქვილი, წიწიბურა, ჰერკულესი, მანი) – 11 958 ლარად შეიძენს;
რძის პროდუქტებს (კარაქი, შესქელებული რძე, ყველი) – 23 553 ლარად;
ხოლო სხვა საკვებ პროდუქტებს (შაქარი, ორცხობილა, ჩაი, კაკაო, ვერმიშელი, მაკარონი, ჟელირებული კანფეტი, მარილი, ვაფლი, დაჭრილი პური) – 29 610 ლარად.
ამ საკვები პროდუქტების შესაძენად სამივე ტენდერში შპს-მ „ბურჯი+“ (დირექტორი თეა ოსანაძე) გაიმარჯვა.
საქონლისა და ქათმის ხორცის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში ი/მ დარეჯან დემეტრაძემ გაიმარჯვა. ის საბავშო ბაღებს პროდუქციას 37 ათას ლარად მოაწვდის.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხარაგაულის საბავშვო ბაღებში ორშაბათს, 24 იანვარს, განახლდება.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.