თოვლმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სოფლებში გზების გაწმენდა დაგვიანდა.
მოსახლეობა გზების დროულად და ხარისხიანად გაწმენდას ითხოვს.
უგზოობამ უტრანსპორტობა გამოიწვია. ხარაგაულის თვითმმართველობამ გზების გაწმენდა თოვლისგან 16 იანვრიდან დაიწყო. თუმცა, ორშაბათს, 17 იანვარს, უგზოობის გამო, ხარაგაულში ხევი-ნადაბურის მიკროავტობუსი ვერ გადმოვიდა. 17 და 18 იანვარს ვერ მოძრაობდა მიკროავტობუსი ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის მიმართულებით.
ხარაგაულის თვითმმართველობისგან გავრცელებული ინფორმაციით, „გზების გაწმენდა სოფლებში დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების კუთვნილი ტექნიკით 16 იანვარს ნუნისში, ზვარეში, დ. ხარაგაულში, თეთრაწყაროსა და ძირულას მიმართულებით მიმდინარეობდა.
მომდევნო დღეს კი გზები ბორითში, ამაშუკეთში, საქარიქედში, მაქათუბანში, საღანძილეში, ბაზალეთში, ღარიხევში, ქროლში, ვახანში, ვანსა და საქარიქედში გაიწმინდა“.
ბეჟათუბანში, ჩხერში, ქვებში, ბაბში, ლეღვანში, წყალაფორეთსა და ვახანში მცხოვრებმა მოქალაქეებმა კი, სოციალურ ქსელში, გზების თოვლისგან გაუწმენდელობა გააპროტესტეს. დ. ხარაგაულში მცხოვრები მოსახლეობა საუბნო გზების გაწმენდასაც მოითხოვს.
„ყველა მძღოლმა უარი მითხრა ჩხერში ამოსვლაზე. ამიტომ გთხოვთ, მანქანა გამომიგზავნოთ, სამსახურში ჩამოსასვლელად“, – მიმართა ექიმმა აზა ფურცელაძემ ხარაგაულის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს სოციალურ ქსელში.
„ლეღვანში მაისის მზის იმედად ვართ დარჩენილი“, – ასე გამოეხმაურა მერიისგან გზების გაწმენდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ლალი ვეფხვაძე.
„გედსამანიაში ერთს გადაატარებენ ტრაქტორს და მარილს არ ყრიან. ცენტრალური გზის გარდა სოფელში არის საუბნო გზები. ხალხს ყურადღება მარტო არჩევნების წინ კი არ სჭირდება“, – ამბობს მართა ლაბაძე.
რატომ ვერ ხერხდება გზების დროულად გაწმენდა, – მუნიციპალიტეტს საწვავის დეფიციტი აქვს თუ ტექნიკის, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, დავით დევდარიანს მივმართეთ.
„ხარაგაულის სოფელებში გზების გასაწმენდად რვა ტრაქტორი გვყავს, – ამბობს დავით დევდარიანი, – ხარაგაულში ბევრი შიდა გზა გვაქვს. ამიტომ ყველას ერთდროულად გაწმენდა წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ამდენი ტექნიკა არ გვაქვს. პირველ რიგში, ცენტრალურ გზებს ვწმენდთ, შემდეგ საუბნოებს.
ვერ დავეთანხმები მოსახლეობას, რომ გზა უხარისხოდ გავწმინდეთ. ყველა ტრაქტორს დანა აქვს და მიწიდან თოვლს კარგად იღებს.
ახლა გზებზე მარილი არ დაგვიყრია. თუმცა შევიძინეთ და დავასაწყობეთ. საჭიროების შემთხვევაში გზებზე მარილს დავყრით“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი