სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მერიების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო, არაკომერციული ორგანიზაციები შეისწავლა.
აუდიტის მიგნებები თანხვედრაშია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის დასკვნასთან, რომ სახელმწიფო ა(ა)იპ-ებში მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები არსებობს.
აუდიტის ინფორმაციით:
საქართველოში ყოველი მეხუთე საჯარო მოსამსახურე მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში მუშაობს. 2019 წელს 64 მუნიციპალიტეტის 723 ა(ა)იპ-ში 61 401 ადამიანი იყო დასაქმებული. მათ ანაზღაურებაზე 262 მლნ ლარი დაიხარჯა.
მუნიციპალური ა(ა)იპ-ების დაფინანსება 2014-2019 წლებში 121.6%-ით გაიზარდა: 322.5 მილიონიდან 714.7 მლნ ლარამდე (ადგილობრივი ბიუჯეტების 28%).
2014-2019 წლებში, თბილისის გარდა მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, თანამშრომლების რაოდენობა 44%-ით გაიზარდა (40-დან 57.9 ათასამდე), ხოლო ხელფასები – 95%-ით (119.8 მილიონიდან 234 მლნ ლარამდე).
ზოგ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდი ნაწილი მერიის ა(ა)იპ-ებში მუშაობს. მაგალითად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 14%, ანუ ყოველი მე-7 ადამიანი მერიის ა(ა)იპ-ებშია დასაქმებული.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი