ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წელს პირველი სხდომა 10 იანვარს გამართა.
ამ სხდომაზე დეპუტატებმა 16 საკითხი განიხილეს. 16-ვე საკითხი 2021 წლის 3 დეკემბერს მიღებულ განკარგულებებში ცვლილების შეტანას ეხებოდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ოთარ ლურსმანაშვილის თქმით, ყველა განხილული საკითხი საკრებულოს თანამდებობის პირთა ხელფასებში ცვლილების შეტანას ეხებოდა.
„2022 წლის პირველი იანვრიდან საჯარო მოხელეთა ხელფასები გაიზარდა, – ამბობს ოთარ ლურსმანაშვილი, – 2021 წლის 3 დეკემბერს, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, განკარგულებაში თანამდებობის პირებისთვის ძველი ანაზღაურება ჩაიწერა. 10 იანვარს განკარგულელებში მხოლოდ ეს ცვლილება შევიტანეთ – გაზრდილი ხელფასები მივუთითეთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 16 თანამდებობის პირი აირჩიეს – საკრებულოს თავმჯდომარე, პირველი მოადგილე, ორი მოადგილე, ხუთი კომისიის თავმჯდომარე, ორი ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარეების ხუთი მოადგილე.
2022 წლამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 650 ლარი იყო. მისი პირველი მოადგილის – 1 800 ლარი, მოადგილეების – 1 700 ლარი, საკრებულოში მოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების – 1 650 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების – 1 100 ლარი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი