

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად ალექსანდრე ტაბატაძე დანიშნა.
თვითმმართველობისგან დაფუძნებული ამ ააიპ-ის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგაა, რაც ამ ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე ხარაგაულის საკრებულოს წევრი და საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გახდა.
რა ნიშნით შეარჩია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად ალექსანდრე ტაბატაძე, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერს მივმართეთ.
„ალექსანდრე ტაბატაძე გამოცდილი კადრია, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – კარგი მენეჯერია. მან პანდემიის დროს სტრესულ გარემოში მუშაობას თავი გაართვა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ცვლილებებს ვგეგმავთ და ვფიქრობთ, ნინო ყიფშიძე, რომელიც ამ ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დავნიშნოთ“.
ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ის პროფესიით სამართალმცოდნეა – დამთავრებული აქვს დამოუკიდებელი უნივერსიტეტის „გეორგიას“ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
სხვადასხვა წლებში ხარაგაულის თვითმმართველობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებს ხელმძღვანელობდა.
ბოლო ხუთი წელია, ალექსანდრე ტაბატაძე მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში სოციალური დაცვის განყოფილების უფროსად მუშაობდა.
ხარაგაულში ვაკანტურია თვითმმართველობისგან დაფუძნებული „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობა.
„ვიხილავთ რამდენიმე კანდიდატურას, თუმცა, ახალ წლამდე მოვასწრებთ თუ არა დანიშვნას, ვერ გეტყვით, – ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, – ამ ორგანიზაციის ეფექტური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს, დიდწილად, მის დირექტორზე იქნება დამოკიდებული“.
ამჟამად „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორის მოვალეობას პაატა ფცქიალაძე ასრულებს. ის ამ ორგანიზაციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
ამ ააიპ-ის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგაა, რაც ყოფილი დირექტორი ბესიკ კვირიკაშვილი ხარაგაულის საკრებულოს წევრი და ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გახდა.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი