„ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია.
თვითმმართველობისგან დაფუძნებული ამ ააიპ-ის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე ხარაგაულის საკრებულოს წევრი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გახდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის თვითმმართველობაში ამ ცენტრის დირექტორად მხოლოდ მამაკაცის დანიშვნა სურთ.
ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდეს ქალი, რომელიც ამჟამად ამ ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„ყველაფერი შეიძლება დამაბრალონ, მაგრამ ის, რომ მე გენდერულ მოთხოვნებს არ ვითვალისწინებ, გამორიცხულია, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მერიის ორი სამსახურის უფროსი ქალია, განყოფილების უფროსებად ქალები საკმაოდ წარმატებით საქმიანობენ.
მენეჯმენტი, ჩემი შეხედულებით, დამატებითი ფუნქცია-მოვალების მატარებელია. ორგანიზაციის მართვა პროფესიონალიზმისგან განსხვავდება.
ის, რომ პიროვნებას შევუქმნათ დაბრკოლება თანამდებობაზე დანიშვნისას სქესობრივი ნიშნით, გამორიცხულია. ამის საშუალებას მე არავის მივცემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის შესარჩევად ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს და რამდენიმე კანდიდატურა განიხილება“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი