ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში სასურსათო და არასასურსათო პროდუქტებზე ფასები თანდათან იზრდება. ეს კი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე მწვავედ აისახება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 3 ნოემბერს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ წინა თვესთან შედარებით 2021 წლის ოქტომბერში ინფლაციის დონე 1,3 %-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა კი 12,8 % შეადგინა.
ამ კვლევის მიხედვით დგინდება, რომ ოქტომბერში ფასები ყველაზე მეტად ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე გაიზარდა. აქ 9,2 %-იანი მატებაა.
სასურსათო პროდუქტებზე ფასების მატების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე ფასები 12, 7 %-ით არის გაზრდილი.
ზესტაფონში არსებული ახალი სასურსათო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადია ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ციფრების რეალურობის დასადგენად, სწორედ ამ ბაზრის მოვაჭრეებს ვესაუბრეთ. ისინი აღნიშნავენ, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდა ყოველთვის შეიმჩნეოდა, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში ეს განსაკუთრებით საგრძნობია.
ირმა ჭუმბურიძეს ზესტაფონის ახალ ბაზარში ხილ-ბოსტნეულის დახლი აქვს. მას ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ მყიდველების რაოდენობამ იკლო.
„პროდუქტებზე ფასები ისეა მომატებული, რომ წინა წელთან შედარებაც კი არ ღირს, – ამბობს ირმა, – პენსია როცა დაერიცხებათ ხოლმე ადამიანებს, მხოლოდ მაშინ იმატებს მყიდველების რაოდენობა. საახალწლოდაც კი არ ველოდები, რომ ადამიანები ადრინდელივით შეძლებენ პროდუქტების შეძენას, – რაც ექნებათ, ახალ წელს იმით შეხვდებიან.
რამდენიმე დღის წინ ჩემთან ერთი სამოც წლამდე ასაკის ქალბატონი მოვიდა. აინტერესებდა, ერთი კილო ვაშლი ერთ ლარად ხომ არ მქონდა. ვუთხარი, რომ ერთი კილოგრამი ვაშლის ფასი ორი ლარიდან იწყება. შეწუხდა. აქ, ქვემოთ ნარჩენებს ვაწყობ ხოლმე, რომელსაც შემდეგ ნაგავში ვყრით. გადარჩეული ცუდი ვაშლები მეწყო. ამ ქალბატონმა ეს ნარჩენები დაინახა. მითხრა, – თუ შეიძლება წავიღებ და დედას მაინც გამოვუთლიო. ისე ცუდად გამხადა ამ სიტყვებმა, ძალიან შემრცხვა. რა თქმა უნდა, ჩავუწყვე პარკში და გავატანე.
სოფლებში ახლა უფრო კარგი მდგომარეობაა, მაგრამ გაზაფხულისთვის მათაც შემოელევათ ზამთრისთვის შენახული პროდუქტი. ისინიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან“.
„ფასები თანდათან იზრდება და იზრდება, არ ვიცი სადამდე მივა, – ამბობს ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრე მარინა ბასილაძე,– ერთი კილოგრამი ქინძი ჩემთან სამი ლარი ღირს, ოხრახუში – ოთხი ლარი, სალათა – ხუთი ლარი, კიტრი – ოთხი ლარი, ხოლო პომიდორი – სამი ლარი. ადრე პროდუქტებს უფრო იაფად ვიღებდით. ამიტომ მყიდველიც უფრო მეტი გვყავდა“.
ლიკა ხიჯაკაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.