

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით 3-ის წინააღმდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მიიღო.
ორგანული კანონის პროექტით, წესრიგდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესთან, ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ფრაქციის წესდების შემუშავებასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების წესთან დაკავშირებული საკითხები.
პროექტის თანახმად:
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს გაეზარდოს მოადგილეების რაოდენობა.
კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარეს ფრაქციის პირველ სამ წევრზე ეყოლება ერთი მოადგილე, ხოლო შემდეგ ყოველ მეხუთე წევრზე დამატებით ერთი მოადგილე.
„წარმოდგენილი ცვლილებებით, იზრდება ფრაქციის როლი და სტატუსი და შესაბამისად, საკრებულოებშიც მოხდება პარლამენტის შესაბამისი რეგულირება. რაც შეეხება თანამდებობებს, თანამდებობების რაოდენობა, რომლებიც საკრებულოებში იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად, იგივე რჩება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს აქვს მეტი ხელფასი, ვიდრე ფრაქციის მოადგილეს და მცირდება სერიოზულად ფრაქციის თავმჯდომარეების რაოდენობა, ეს რაიმე სერიოზულ გავლენას ბიუჯეტის ზრდაზე არ მოახდენს, უფრო პირიქით, ბიუჯეტი გარკვეულწილად შემცირდება“, – აცხადებს სოზარ სუბარი.
მისივე განმარტებით, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცვლილებების მიღება ახლადარჩეული საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი