

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ახალარჩეული საკრებულოების პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევს.
ცესკოდან მოპოვებული ინფორმაციით, ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი ჯერ გარკვეული არ არის. ამ ინფორმაციას დაზუსტებისთანავე შეგატყობინებთ.
საკრებულოს პირველ სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. შემდეგ, კი, სხდომას, საკრებულოს თანამდებობის პირების ასარჩევად, უხუცესი წევრი გააგრძელებს.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია ცისკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს უხუცესი წევრი ამირან ოქრომჭედლიძეა. ის საკრებულოს დეპუტატი პროპორციული სისტემით გახდა პარტიიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
ფოტოზე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს სხდომაზე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი