

პარტია „ქართული ოცნებისგან“ დაგეგმილ დღევანდელ აქციას ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ნოდარ ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„როგორც ჩანს, ჭიათურიდან დღეს ბევრი ისეთი ადამიანი იქნება „ოცნების“ აქციაზე, ვინც არჩევნებზე მე მომცა ხმა, – წერს ნოდარ ჩაჩანიძე, – განსაკუთრებით საჯარო მოხელეების და მაღაროელების მობილიზებას ახდენს ქალაქის უფროსუსობა.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხის დიდ ნაწილს არ უნდა მთავრობის კიდევ ერთ აქციაზე თბილისში წასვლა, მაგრამ ასეთ ადამიანებს სამსახურში უფროსი არწმუნებს და აფრთხილებს, რომ რამდენიმე ასეული ლარი ხელფასი იმის გამო აქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში მმართველ პარტიასაც ემსახუროს.
განა კარგმა მაღაროელმა, ან კარგმა საჯარო მოხელემ არ იცის, რომ ის რამდენიმე ასეული ლარი საკუთარი შრომით აქვს და ამ ანაზღაურებას ნამდვილად იმსახურებს? მაგრამ მაინც მიყვება პარტიას აქციაზე, რადგან ეშინია, რომ ეს რამდენიმე ასეული ლარიც არ დაკარგოს. ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს და გპირდებით, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება!
დარწმუნებული ვარ, რომ რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩაიყვანოს დღეს „ოცნებამ“ თბილისში, მაინც ვეღარაფერი გადაარჩენს! ის ხალხი, ვინც მათ პირველ ტურში ხმა არ მისცა, მეორე ტურშიც არ დაუჭერს მხარს. ვინც იაზრებს ქვეყნის დღევანდელ რეალობას, არასდროს მისცემს ხმას იმას, რომ მათმა შვილმაც მთელი ცხოვრება ასეთ სიტუაციაში იცხოვროს“!
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი