რას გალახავთ, იმხელა თავი აქვსო
გვიამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი:
ჩემი მომავალი მეუღლე, ქეთევანი, უნდა დამენიშნა. ქეთევანის ყველა ნათესავი მიცნობდა მისი 6 წლის ძმის, ონისეს, გარდა.
ონისეს ეუბნებიან თურმე ბიძაშვილები, – შენ ხარ კაცი, შენმა დამ გაგზარდა და ახლა მაჭავარიანის ბიჭს მიჰყავსო. მოიფუზა თურმე ონისე.
– ნუ გეშინიაო, – უთქვამთ ნათესავებს, – შენ თუ ვერ მოერევი, ჩვენ დავთეთქვავთ ერთი კარგად იმ ბიჭსო. მოწონს ონისეს ეს ამბავი, მაგრამ თან ფიქრობს, ნიკუშას გალახვა ქეთინოს ეწყინებაო.
ეზოში შესულები რომ დაგვინახა, კისერზე შურდულჩამოკიდებული ონისე უეცრად გაიქცა სახლის უკანა მხარეს, სადაც ბიძაშვილები მწვადს წვავდნენ.
– რა ვქნათ ახლა, გავლახოთო? – უკითხავთ მათ ონისესთვის.
– აპა, კიი, თქვენ იმას რას გალახავთ, ისეთი დიდი თავი აქვსო…
ბეჭდიანი ხელი
ჩემი და ქეთევანის ქორწილის დღეა.
ყველაფერი წესისა და რიგის დაცვით ჩავატარე. ჯერ ნიშნობა გვქონდა, შემდეგ – ქორწილი. ერთმანეთს მხოლოდ წერილებს ვწერდით.
უბისაში მივდივართ მანქანით ჯვრის დასაწერად. წინ ზის ჩემი მეჯვარე პაატა გოგოლაძე. პაატას ნეკა თითზე პატარძლისთვის საჩუქებელი ბეჭედი უკეთია, ხელი მძღოლის სავარძლის საზურგეზე აქვს გადმოდებული და ვსაუბრობთ.
…გარეთ ვიხედებოდი მანქანის ფანჯრიდან და უცბად პაატას ბეჭდიანი ხელი ქეთევანის მეგონა.
ვიფიქრე, მოვეფერები-მეთქი და ხელი, ჩემი ფიქრით, ქეთევანის ხელს დავადე.
– ე, ბიჭო, შენ ხო არ გაგიჟდი, რას შვრებიო?! – დაიძახა პაატამ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი