

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სექტემბერში სწავლა ონლაინრეჟიმში ვერ განახლდება.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სექტემბერში აღსაზრდელებს საკვებს ვერ დაურიგებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტები დარიგდება.
„სასწავლო პროცესი თუ ვერც 4 ოქტომბრიდან განახლდა, მაშინ ვიფიქრებთ აღსაზრდელებისთვის საკვების დარიგების შესახებ, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ხარაგაულის საბავშვო ბაღებში „ჰასპის“ პროგრამის დასანერგად მომავალ კვირაში ონლაინ ტრენინგები დაიწყება. მეორე ეტაპზე ჩვენს თანამშრომლებს სპეციალური ჟურნალების წარმოებასა და პროდუქტების გაცემის წესს ადგილზე შეასწავლიან“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 21 საბავშვო ბაღია.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით
1 ივნისს ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის აფხაზეთის ომში