

#48.01 დაბა ხარაგაულის საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში პროპორციული და მერობის კანდიდატების ბიულეტენები მეტი აღმოჩნდა.
ამის გამო ოქმები დაუბალანსებელია.
ამავე უბანზე ხმების დათვლის პროცესში სამ კონვერტში ორ-ორი ერთნაირი სახის ბიულეტენები აღმოჩნდა. ეს ბიულეტენები ბათილად ჩაითვალა.
შემაჯამებელ ოქმებს თან ახლდა რეგისტრატორის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებები. კერძოდ, რეგისტრატორი ამბობს, რომ ერთ ამომრჩეველს ბიულეტენები ისე გაატანა, რომ ამომრჩეველთა სიაში ხელი არ მოაწერინა, რის გამოც ხმის დათვლის დროს ზედმეტი ბიულეტენები აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ #48.01 საუბნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებს ხელს კომისიის ჩვიდმეტივე წევრი აწერს.
საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრი ამ საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს.
საოლქო კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ამ კომისიის თავმჯდომარის, გია ცისკაძის თქმით, ოქმებსა და ახსნა-განმარტებას ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთავენ. პარტიების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, ამ უბნის შედეგები ორი დღის ვადაში გაასაჩივრონ.
ფოტოზე: #48.01 ხარაგაულის საარჩევნო უბანზე
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.