#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს აჯამებს.

ამ დროისთვის საოლქო კომისიაში შემოსულია #48.12 თეთრაწყაროს, #48.16 დიდვაკის, #48.18 დეისის, #48.21 სარგვეშის, #48.25 ჩხერის, #48.34 ჯაფაროულის, #48.35 საქარიქედის, 48.06 საქასრიის, #48.05 მაქათუბანი, #48.15 მარელისი, 48.22 საბე, #48.24 ვანი, #48. 36 ისლარი უბნების შედეგები.

ამ ცამეტი უბნიდან ხელახლა გადასათვლელია დიდვაკისა და სარგვეშის ბიულეტენები, რადგან შემაჯამებელი ოქმები დაუბალანსებელია. ახლახან ამ გადასათვლელ უბნებს #48.06 საქასრიის საარჩევნო უბანი მიემატა.

წინასწარი შედეგებით, მერობის კანდიდატებს შორის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ლიდერობს.

ჯერჯერობით ექვსი უბნის – #48.18 დეისის, #48.24 ვანი, #48.25 ჩხერის, #48.34 ჯაფაროულის, #48.35 საქარიქედის, #48.38 სპეცუბნის – მიხედვით მერობის კანდიდატების წინასწარ შედეგებს გაგაცნობთ:

#5 დავით მაღლაფერიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“183  ხმა;

#8 ლია ფცქიალაძე – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 21 ხმა;

#9 მიხეილ ჭიპაშვილი – „ლელო“ – 57 ხმა;

#25 ვარლამ თავზარაშვილი – „გახარია – საქართველოსთვის“ – 43 ხმა;

#41 კობა ლურსმანაშვილი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 472 ხმა.