

ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკა ახორციელებს პროექტს „წარსულის ქრონიკები“. პროექტის ავტორია ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტი ინგა ვეფხვაძე.
პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება 27 იანვარს ნინოობას მიეძღვნა, მეორე – 8 თებერვალს – დავითობას.
„პროექტის მიზანია, მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღების აღნიშვნა მოსწავლეთა მონაწილეობით. პროექტი ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება, – ამბობს ინგა ვეფხვაძე, – ნინოობას ლეღვნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, თემები, ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმები. 8 თებერვალს დავითობა მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აღვნიშნეთ.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეპრესიების მსხვერპლებზე, მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძეზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვან ისტორულ თარიღთან დაკავშირებით საბავშვო ბიბლიოთეკაში გამოფენილია შესაბამისი ლიტერატურა. ახლა გვაქვს ძირითადად რეპრესიებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ლევილში მცხოვრებ ქართველებზე.“
ლაშის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ეთერი ლომსაძის თქმით, ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 1921 წლის 25 თებერვლის საქართველოს ანექსიის პერიოდი. „ანექსიის შედეგი იყო ის, რომ დევნიდნენ ყველას, ვინც ქართულ საქმეს აკეთებდა. მათ შორის იყო წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე, ვის სახელსაც ატარებს ლაშის საჯარო სკოლა. ამიტომ განსაკუთრებულად ვისაუბრებთ სიმონ მჭედლიძეზე.“
ბიბლიოთეკის ყველა ღონისძიებაში აქტიურადაა ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული მგალობელთა გუნდი „ნუნისი“ თორნიკე ბაკურაძის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებმა ლუკა ტაბატაძემ, დიანა ლომსაძემ, სალომე კვირიკაშვილმა, დავით ხარაიშვილმა, ზურაბ ხარაიშვილმა, ნიკა ძიძიგურმა, გიორგი ქველიაშვილმა, ლიკა გაჩეჩილაძემ, ფიქრია წიკალურმა, მარიამ გელაშვილმა, ნუგზარ მაჭავარიანმა, გოგა გელაშვილმა, ნატო გრძელიძემ საინტერესოდ წარმოადგინეს ოკუპაციის შესახებ მოძიებული მასალები, ისაუბრეს სიმონ მჭედლიძის ღვაწლზე.
ღონისძიების დასასრულს ლაშის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა აბესაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორსა და მონაწილეებს.
ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე