

11 სექტემბერს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ხარაგაულში მერობის კანდიდატი და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ხარაგაულში მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის; მათ შორის „ლელოდან“ – მიხეილ ჭიპაშვილი. ის მოქმედი საკრებულოს წევრია „შენების მოძრაობიდან“.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხარაგაულის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები 11-მა პარტიამ წარადგინა; მათ შორის „ლელომ“ – 11 მაჟორიტარული ოლქიდან დეპუტატობის კანდიდატები 8 ოლქში წარადგინა.
დამოუკიდებელ მედიაგამოცემას „ჩემი ხარაგაული“ ხარაგაულში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის ვიზიტის გაშუქებისა და უსუფაშვილისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან შეხვედრის დრო არასამუშაო დღეს, კანდიდატების წარდგენამდე 10 წუთით ადრე გვაცნობეს.
„ჩემი ხარაგაული“ ერთგულ მკითხველებს ბოდიშს გიხდით.
მომავალში მაქსიმალურ ყურადღებასა და ძალისხმევას გამოვიჩენთ, რათა არცერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო შეხვედრა გაუშუქებელი არ დაგვრჩეს.
ლაურა გოგოლაძე
რამაზ ბლუაშვილის ფოტო
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მაღალია –
კვირას, 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად
დღეიდან, 22 ივნისიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სრული
ხარაგაულში ავტორიზებული სკოლების რიცხვს ბორითის საჯარო სკოლა შეემატა, – სკოლამ ცხრაწლიანი