

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისგან მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენის ვადა ამოიწურა.
ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან (ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე, ტყიბული) საინიციატივო ჯგუფმა მხოლოდ ჭიათურაში წარადგინა მერობის კანდიდატი – ნოდარ ჩაჩანიძე.
სულ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა საოლქო საარჩევნო კომისიებს მერობის 14 კანდიდატის დასარეგისტრირებლად მიმართეს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს რაც შეეხება, მათი წარდგენის მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიებს 86-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.
მათ შორის, საინიციატივო ჯგუფებისგან საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:
ზესტაფონში:
ჭიათურაში – ნიკო ცუცქირიძე;
საჩხერეში – ლამზირა კირვალიძე.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, მერობის ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასარეგისტრირებლად, არ მიუმართავს.
საინიციატივო ჯგუფებს საოლქო საარჩევნო კომისიებში მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები 23 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარედგინათ.
საინიციატივო ჯგუფებისგან წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა პირველი სექტემბერია.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.