მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.
ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები და ა.შ.
„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მივიღეთ რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა, რაც აუცილებელია კანონმდებლობის სრული დაცვით საარჩევნო პროცესის წარმართვისთვის, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, – შემოგთავაზებთ მრავალ სიახლეს და სერვისს, რომელიც მაქსიმალურად იქნება ამომრჩეველზე ორიენტირებული.
აქტიურად ვიმუშავებთ ჩართულ მხარეებთან იმისათვის, რომ მათ მუდმივად ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორებთან მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს და იმედი მაქვს, ყველა ერთად მივალთ 2 ოქტომბრამდე იმ განცდით და მოტივაციით, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და გავაკეთოთ არჩევანი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ არჩევნები“.
2 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.
დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი