

ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე 100 წლისაა.
ამასთან დაკავშირებით, დღეს, 14 ივლისს, ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში 17 საათზე, რევაზ ლაღიძის საიუბილეო საღამო გაიმართება.
კომპოზიტორი 1921 წლის 10 ივლიის ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში დაიბადა.
1939 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი, ხოლო 1948 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
ის სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია, მას ეკუთვნის სიმფონიური პოემები, საგუნდო სიმღერები, საპორტეპიანო და ჩელოს პიესები. შექმნა კომპოზიციები სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვის.
რევაზ ლაღიძის სიმღერა „ჩემი კარგო ქვეყანავ“ ხარაგაულში შეიქმნა.
საქართველოს სახალხო არტისტი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რევაზ ლაღიძე 60 წლის ასაკში, 1981 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის