

ილია ჭავჭავაძის ტექსტზე შექმნილი რევაზ ლაღიძის სიმღერა „ჩემი კარგო ქვეყანავ“ ხარაგაულში შეიქმნა.
კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ხარაგაულში ხშირად სტუმრობდა ლოტბარ ივანე (ბიჭიკო) აბაშიძესა და მუსიკოს შოთა ბუაჩიძეს.
ივანე აბაშიძის შვილი იური აბაშიძე იხსენებს, რომ ერთხელაც, ხარაგაულში მყოფი, თევზაობიდან მათ სახლში დაბრუნებული რევაზ ლაღიძე მთელი ღამე ფანქარს აკაკუნებდა.
დილით კი ნოტები დაუხვედრებია. პირველად „ჩემო კარგო ქვეყანავ“ მე და მამაჩემმა შევასრულეთო, – იხსენებს იური აბაშიძე.
გთავაზობთ ხარაგაულში 2016 წელს, რევაზ ლაღიძის საღამოზე ექსპრომტად შესრულებულ სიმღერას „ჩემო კარგო ქვეყანავ“.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის