საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჟურნალისტებისთვის გამოცხადებულ კონკურსში „Covid 19 და ახალი გამოწვევები სოფლის მეურნეობაში“ „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემ პირველი ადგილი დაიკავა.
მან კონკურსში წარადგინა მულტიმედია მასალა „ათი ძროხის პატრონი საწველ აპარატს თავად იყიდის“
ჟიურის გადაწყვეტილებით, II ადგილი დაიკავა თამარ პატატიშვილმა, გადაცემა ფერმა – ეკომიგრანტი ქალი, რომელმაც მარნეულში პირველი სასათბურე მეურნეობა შექმნა
III ადგილი – მარინა ჩიხლაძე, გურია ნიუსი – არამიზნობრივი განვითარებიდან კოვიდ 19-ის გამოწვევამდე: „ერთ მზიან დღეს მაინც ნუ წაგვართმევთ“
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ დაასახელა თავისი რჩეული – ქეთევან მღებრიშვილის სტატია – Фермеры против пандемии, რომელიც გამოქვეყნებულია გაზეთში “Комсомольская правда в Грузии” 2021 წლის 14 მაისს.
საკონკურსო ნამუშევრები შეარჩია სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, ჟურნალისტებმა მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით.
ჟიურის წევრები გახლდათ:
დალი ფრიდონაშვილი – ჟურნალისტი, აგრომეწარმე;
თიკა დუღაშვილი – ჟურნალისტი, აგროკონსულტანტი;
ნათია ახალაშვილი – ჟურნალისტი, აგრომეწარმე.
კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს და წარმატებებს უსურვებს მათ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი