იმერეთის თეატრალური ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2021“ ფარგლებში პროფესიულმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა.

დახურვის საზეიმო ცერემონიალამდე თეატრის ფოიეში ჟურნალის „თეატრალური ქუთაისის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნომინაციების მიხედვით გაიმარჯვეს:

  1. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – ვანის სახალხო თეატრმა სპექტაკლისათვის „გოდოს მოლოდინში“;
  2. საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი – ვანის სახალხო თეატრის მსახიობებმა სოფიო ჩირაძემ, აბელ სოსელიამ, ამირან შარაშენიძემ, გიგა ბუბუტეიშვილმა – სპექტაკლისთვის „გოდოს მოლოდინში“;
  3. საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლი – ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობმა ლია ჭიპაშვილმა – სპექტაკლისათვის „იმერული რეკვიემი“;
  4. საუკეთესო ქალი მსახიობი – ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობმა – ირინე ჩხეიძემ – სპექტაკლისთვის „იმერული რეკვიემი“;
  5. საუკეთესო სცენოგრაფია საჩხერის სახალხო თეატრის მხატვარმა ლია დარბაიძემ, სპექტაკლისთვის „ფუტურო ადამიანები“;
  6. პოეტური ნაწარმოების ორიგინალური გადაწყვეტა – გადაეცემა საჩხერის თეატრის რეჟისორს – გიორგი მეტონიძეს – სპექტაკლისთვის „ფუტურო ადამიანები“;
  7. ფესტივალის აღმოჩენა – საჩხერის თეატრის მსახიობს დარეჯან დარბაიძეს – სპექტაკლისთვის „ფუტურო ადამიანები“;
  8. საუკეთესო დებიუტი – ტყიბულის სახალხო თეატრის მსახიობს ნიკოლოზ დონაძეს, სპექტაკლში „დედის დღე“;
  9. საუკეთესო დებიუტი – სამტრედიის სახალხო თეატრის მსახიობს ნინო ჭახნაგიას სპექტაკლში „ყველაფრისთვის გადახდილია“;
  10. საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი – ხონის სახალხო თეატრის მსახიობს თორნიკე კუხალაშვილს, სპექტაკლში „ერთ უბრალო ამბავი“;
  11. საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი – ხონის სახალხო თეატრის მსახიობს – გიორგი ღვაბერიძეს, სპექტაკლში „ერთ უბრალო ამბავი“;
  12. ორიგინალური სცენური დუეტი – თერჯოლის სახალხო თეატრის მსახიობებს დიმა არეშიძეს და ზვიად მაკარიძეს სპექტაკლში „ემიგრანტები“;
  13. საუკეთესო ეპიზოდური როლი – ბაღდათის თეატრის მსახიობს ეთერ დევიძეს, სპექტაკლში „მეფე ლირი თავშესაფარში“;
  14. საუკეთესო მამაკაცი მსახიობი – წყალტუბოს სახალხო თეატრის მსახიობს ზურაბ ყურაშვილს სპექტაკლში „ბადიში“;
  15. საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა – რეზო კლდიაშვილს პიესისთვის „იმერული რეკვიემი“.

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“, უკვე თორმეტი წელია, ტარდება. მასში იმერეთის თითქმის ყველა სახელმწიფო და სახალხო თეატრი მონაწილეობს.

წლევანდელი ფესტივალი 17 ივნისს გაიხსნა და 1 ივლისს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით „ნოსტრადამუსი“ დაიხურა.

ამავე თემაზე
თეატრალური იმერეთი – მთავარი სასიცოცხლო არტერია სახალხო თეატრებისთვის