თბობის სეზონზე შეშის ღუმელებით, ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, მხოლოდ ხარაგაულში სარგებლობენ.
ზესტაფონში, საჩხერესა და ჭიათურაში მოქმედი ორგანიზაციები ზამთარში გასათბობად ბუნებრივ აირს იყენებენ. ეს ინფორმაცია ამ მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებთან გადავამოწმეთ.
„შეშის ღუმელები შენობის იერ-სახეს ამახინჯებს, კედლები გაშავებულია და არასასიამოვნო შესახედია, – ამბობს ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – აუცილებელია, რომ გათბობა ჩანაცვლდეს დენის, ან ბუნებრივი აირის სისტემით, რაც წინასწარი გათვლებით, თითოეულ ორგანიზაციას, სავარაუდოდ, 15 ათას ლარამდე დაუჯდება.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, მუსიკალური სკოლისა და ისტორიული მუზეუმის შეშით მომარაგებას ხარაგაულის სატყეო უბანი უზრუნველყოფს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში გათბობის ბუნებრივი აირის სისტემის დამონტაჟებაზე ზრუნავენ და ფიქრობენ, თუმცა, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული დაფინანსება მოძიებული არ არის.
ხარაგაულში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ #1, #2 საბავშვო ბაღებში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სპორტსკოლასა და კინოთეატრშია დამონტაჟებული.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი