7 ივნისს ხარაგაულის მერის თანაშემწე და ორი წარმომადგენელი, თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადით, – 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, დაინიშნენ.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის, ბრძანებით თანაშემწედ – უჩა ბერაძე, წყალაფორეთში მერის წარმომადგენლად როინ გელაშვილი, ხოლო ხევში – ოლეგ ხაჩიძე დანიშნეს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის, ინფორმაციით, „წყალაფორეთისა და ხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რეზო სხილაძემ და გელა კოპაძემ თანამდებობები, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დატოვეს“.
ჩვენ დავუკავშირდით გელა კოპაძესა და რეზო სხილაძეს. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში მათ დაადასტურეს, რომ პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდნენ და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებენ.
წყალაფორეთში მერის ახლადდანიშნული წარმომადგენელი როინ გელაშვილი ამ დრომდე ხარაგაულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურში მუშაობდა, ხოლო პროფესიით ექიმი, ხეველი ოლეგ ხაჩიძე – თბილისიდან ხევში ახლახან დაბრუნდა.
2020 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე ვაკანტურია მერის წარმომადგენლის თანამდებობა სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში.
უჩა ბერაძე, მერის თანაშემწედ, კულტურის განვითარებისა და რელიგიის მიმართულებით დაინიშნა. ის სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად (2009 წ.), პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ (2011 წ.), გამგებლის მოადგილედ (2013 წ). 2014-20217 წლებში – იყო ხარაგაულის საკრებულოს წევრი. უჩა ბერაძე პროფესიით კინორეჟისორია.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი