ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები მერიასთან კომუნიკაციის ხარისხით უკმაყოფილოები არიან.
წყალაფორეთის, ლაშის, ხევის, საღანძილის თემის მაჟორიტარი დეპუტატები – მალხაზ ფხალაძე, პავლე კიკალიშვილი, ზურაბ ხაჩიძე, დავით კიკნაძე ამბობენ, რომ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უშედეგოდ ითხოვენ.
მალხაზ ფხალაძე გულისწყრომას გამოთქვამს იმის გამო, რომ ოთხი წელია, წყალაფორეთის თემში შემავალ სოფლებში გზები ვერ მოწესრიგდა.
მისი თქმით, წყალაფორეთში ბაღისა და გაბეხაძეების საუბნო გზების მობეტონება 2018 წელს უნდა დასრულებულიყო და წელს დამთავრდა. მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ 2021 წელს ლახუნდარაში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ერთი საუბნო გზა მობეტონდება, რაც ზღვაში წვეთია და თემში შემავალი სხვა სოფლების მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს.
იმ სოფლების ჩამონათვალში, სადაც 2021 წელს გზები კეთილმოეწყობა, ვერ მოხვდა ლაშე, საღანძილე და ხევის თემში შემავალი სოფლები. ლაშისა და საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატები – პავლე კიკალიშვილი და დავით კიკნაძე ამბობენ, რომ პრიორიტეტები არ არის განსაზღვრული. მათი თქმით, პირველ რიგში სოფლებში ის საუბნო გზები უნდა მოწესრიგდეს, სადაც ტურისტული ობიექტებია ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები ცხოვრობენ.
„ტურიზმის ხელშეწყობაზე ვსაუბრობთ და უჩამეთში, „დევის ხვრელთან“ მისასვლელი გზა ვერ მოგვიწესრიგებია, – ამბობს ლაშის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კიკალიშვილი, – ცოტა ხნის წინ სოფელში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა ცეცხლმოკიდებულ სახლთან, უგზოობის გამო, ვერ მივიდა და 300 მეტრიანი წყლის მილები მეხანძრეებმა სახლამდე ხელით მიიტანეს“.
„ჩხერში, აფხაზეთის ომში დაღუპული გია ლურსმანაშვილის სახლამდე მისასვლელი გზა უმძიმეს მდგომაროებაშია, – ამბობს საღანძილის თემის მაჟორიტარი დავით კიკნაძე, – სამწუხაროდ, წელს საღანძილის თემის ექვს სოფელში არც ერთი გზა არ მოეწყობა“.
ხარაგაულის საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე ინტერესდება, ვინ, სად და როგორ შეარჩია სახელმწიფო პროგრამის, „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ხარაგაულში ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობების იერ-სახის მოწესრიგება.
ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ პროგრამით გამოყოფილი თანხით ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მოწესრიგებულიყო, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია.
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დეპუტატებთან ერთად მოსახლეობას უნდა ემსჯელა ხარაგაულში ამ პროგრამით განსახორციელებელ პროექტებზე“, – ამბობს ინგა მაღრაძე.
„პრიორიტეტები არასწორად ან საერთოდ არ არის განსაზღვრული. ამიტომ შთაბეჭდილება მრჩება, რომ პროექტები მერიაში პერსონალური მიდგომებით შეირჩა“, – ამბობს საკრებულოს წევრი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ შალვა ლურსმანაშვილი.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 104 678 ლარი გამოეყო. ამ თანხით ხარაგაულში 2021 წელს რეგიონული განვითარების ფონდში წარდგენილი 22 პროექტიდან 14 პროექტის განხორციელება იგეგმება.
„მომავალ წელს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც წელს ვერ მოხვდა დაფინანსებაში, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მესმის მაჟორიტარი დეპუტატების, მათთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხები. ბიუჯეტი მცირეა, პრობლემები ბევრი. საკრებულოს წევრებს აქვთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის საშუალება. მიმაჩნია, რომ ყველა დაფინანსებული პროექტი მნიშნელოვანია და მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი