ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“, ტრადიციულად, ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლით გაიხსნება.
ფესტივალის მეორე დღეს, 18 ივნისს, მაყურებლის წინაშე ჭიათურის თეატრი წარსდგება რეჟისორ მამუკა ცერცვაძის სპექტაკლით „განკიცხული.“ ეს სპექტაკლი რეჟისორმა ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მიხედვით დადგა.
19 ივნისს კი „თეატრალური იმერეთის“ სცენა ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლს „იმერული რექვიემი“ დაეთმობა.
თეატრალური ფესტივალის დირექტორის, მაია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ფესტივალში იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი ყველა თეატრალური დასი ჩაერთვება. ფესტივალის რეპერტუარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ფესტივალში მონაწილეობას უცხოეთის თეატრები ვერ ახერხებენ, ფესტივალს სტუმრის სტატუსით მხოლოდ თბილისის თავისუფალი თეატრი ეწვევა.
სპექტაკლები მესხიშვილის სახელობის თეატრში რეგულაციების დაცვით ჩატარდება. 400 კაციან დარბაზში მხოლოდ 200-250 მაყურებლის დასწრება შეიძლება.
„ძალიან მინდა, რომ სპექტაკლის „იმერული რექვიემი“ პრემიერა იმერეთის თეატრალური ფესტივალის დაწყებამდე ხარაგაულში გავმართო, – ამბობს ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში მივიღებთ. პანდემიის გამო, ხარაგაულის კინოთეატრის დარბაზში 170 მაყურებელზე მეტს ვერ დავუშვებთ. სპექტაკლს იმდენჯერ გავმართავთ, რამდენჯერაც მაყურებელი მოითხოვს.
„იმერული რექვიემი“ რეზო კლდიაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დავდგი. მოქმედება თერჯოლაში არსებული ფსიქიატრიული დაწესებულების – ე. წ. „წინწკილას“ გაუქმების გარშემო ტრიალებს. „წინწკილას“ ბინადრები, სულიერად დაავადებული პირები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. ისინი შურა ექთანთან ერთად ცდილობენ თავშესაფრის დაბრუნებას“.
„თეატრალური იმერეთი 2021“ პირველ ივლისს დასრულდება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან – საქართველოს კულტურის სამინისტრო, თეატრალური საზოგადოება, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები, ქალაქ ქუთაისის მერია.
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ წელს მეთორმეტედ გაიმართება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: სპექტაკლის – „იმერული რექვიემი“ რეპეტიციაზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.