ისრაელის ქალაქ აშდოდში მცხოვრები, ხარაგაულელი ნანა კრიხელი სოციალურ ქსელში ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ წერს:
„დილა მშვიდობის ისრაელო, დილა მშვიდობის საქართველო.
მთელი ეს პერიოდი, რაც ღაზის სექტორიდან დაიწყო ისრაელის დაბომბვა, ძალიან რთული გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება.
განსაკუთრებთ მატულობს სირენები ღამის საათებში. არის ისეთი ოჯახები, რომლებსაც თავდაცვითი ოთახები არ აქვთ და მძინარე ბავშვებით გარბიან ქვედა სართულებისკენ ბუნკერში ან სადარბაზოებსა და კიბეებისკენ, რომელიც სართულებს აკავშირებს.
ამ რთულ სიტუაციაში ისრაელი ერთიანი და ძლიერია.
გვჯერა და გვწამს ჩვენი მთავრობის და ჯარის. ვისმენთ ყველა ინფორმაციას და ვექვემდებარებით ყველა რჩევასა და მითითებას, რაც ზურგში მყოფ მოსახლეობას ევალება.
მადლობა ჩვენო ქართველო მეგობრებო ასეთი ყურადღებისა და თანადგომისთვის. მადლობა ქართულ მედიას, პრესას, ემიგრანტებს, ყველას, ვინც ასე ფართოდ აშუქებს და სწორ ინფორმაციას აწვდის მთლიან საქართველოს.
მადლობა ყველა იმ ზარისა და მესიჯისთვის, რომელიც განუწყვეტლივ შემოდის ჩემთან და ჩემს შვილებთან.
მადლობა ჩემს თანაკლასელებს. 50 წლის წინ დავტოვეთ სკოლის კედლები, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერი და ურყევია ერთმანეთის სიყვარული და ერთგულება მიუხედავად იმისა, რომ გაფანტულები ვართ სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში. მადლობა ჩემს გორელებს, ბავშვობის მეზობლებს. მეზობლებს და მეგობრებს.
მადლობა ჩემს საყვარელ სამედიცინო პერსონალს ხარაგაულიდან – ბევრი ლამაზი მოგონება გვაკავშირებს.
მადლობა ჩემი შვილების აღმზრდელებს საბავშვო ბაღიდან და სკოლის პედაგოგებს, ჩემი შვილების მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ჩვენზე ჯავრობენ. მადლობა და ბოდიში იმათ, ვინც ამ წუთშიც რეკავენ და ვერ ვაგონებ ტელეფონზე, რადგანაც მინდა ამ პოსტის დასრულება. მიყვარხართ ყველა. სიკეთე და მშვიდობა სუფევდეს ყველას ოჯახში. დიდება ისრაელს და საქართველოს“.
ისრაელსა და პალესტინურ ავტონომიას შორის შეიარაღებული კონფლიქტი 7 მაისიდან მიმდინარეობს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი