უკვე 25 წელია ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერი და უმსხვილესი დონორია. დღეს, ევროკავშირს საქართველოში 200-ზე მეტი აქტიური პროექტი აქვს, რომელთა საერთო ღრებულება 500 მილიონ ევროს აღემატება.
ამ პროექტების ფარგლებში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ინსტიტუტების გაძლიერებაში, გარემოს დაცვაში, მობილობის და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებაში. მაგალითად, ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა, 7 000-ზე მეტმა სტუდენტმა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებით ისარგებლა, 40 000-ზე მეტმა ქართულმა ბიზნესმა ევროკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო.
გასულ წლებში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ევროპის დღეების აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა 100000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) ერთად 2016 წელს შევიდა ძალაში და რომელიც საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
ევროკავშირსა და საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება მიღებულ იქნა 2016 წლის დეკემბერში და მას შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება საქართველოს 500 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეძლო.
ეს შეთანხმება უფრო აახლოვებს საქართველოსა და ევროკავშირის ხალხს, ასევე აძლიერებს ტურიზმს და ბიზნეს კავშირებს.
ფოტოზე – ევროპის დღეები ხარაგაულში, 2018 წ.
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი