ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილა, რომელიც ააიპებ-ისთვის სუბსიდირების გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ:
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დამატებით ესაჭიროება 17 ათ. ლარი:
– C ჰეპატიტზე, შიდსსა და ტუბერკულიოზზე ინტეგრირებული სკრინინგისთვის – 3 ათ. ლარი;
– ახლადდანიშნული ეპიდემიოლოგის თანაშემწის შრომის ანაზღაურებისთვის – 4 ათ. ლარი;
– ხაშური-ზესტაფონის მატარებელზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მომუშავე ორი თანამშრომლის შრომის ანაზღაურებისთვის – 10 ათ. ლარი.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრს სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებისთვის ხელფასის 100 ლარით გასაზრდელად და ახლადდანიშნული უსაფრთხოების სპეციალისტის შრომის ანაზღაურებისთვის – 21 ათ. ლარი ესაჭიროება.
ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება გარე განათების ქსელის ექსპლუატაციისთვის (32 200 ლარი); დასუფთავებისა და ნარჩენების გატანისა (9 000 ლარი) და მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის (2 400 ლარი) დამატებით 43 600 ლარს ითხოვს.
მუნიციპალიტეტის მერია საოფისე და კომუნალური ხარჯების 95 ათასი ლარით გაზრდას ითხოვს.
ხარაგაულის საკრებულოს, შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების ხარჯების შესავსებად, 1 200 ლარი ესაჭიროება.
სულ, ზემოთ ჩამოთვლილი დამატებითი ხარჯების გასაწევად 177 800 ლარია საჭირო, აქედან 138 270 ლარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოიყოფა. 15 530 ლარი საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და ინვენტარის შეძენის ხარჯების ეკონომიიდან, ხოლო 24 ათასი ლარი გარე განათების ახალი წერტილების მოწყობის ხარჯებიდან.
აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი