ცესკო და სწავლების ცენტრი 2021 წლის 31 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები – საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.
პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას, საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით.
სამდღიანი სასწავლო პროგრამა ეთმობა კენჭისყრის დღის პროცედურებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლას.
სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციისთვის დოკუმენტაცია 2021 წლის 16 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით მიიღება.
რეგისტრციისთვის საჭიროა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შეავსოს აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა), რომელსაც უნდა დაურთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი.
რეგისტრაციისთვის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შევსებული აპლიკაცია, თანდართული დოკუმენტაციით, უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას: მატერიალური ფორმით ან დისტანციურად ელექტრონული ფორმით ცხრილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულ იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით განსაზღვრული მონაწილეთა რაოდენობის ფარგლები.
დამატებით ინფორმაციას გაეცანით აქ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი