

საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, თერჯოლაში, სამტრედიასა და წყალტუბოში კორონავირუსზე ვაქცინაცია დღეიდან, 17 მარტიდან, დაიწყო.
იმერეთის მხარეში შემავალი დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტი – ხარაგაული, ბაღდათი, ტყიბული, ვანი და ხონი – ვაქცინაციის პროცესში 18 მარტიდან ჩაერთვება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძესგან მოვიპოვებული ინფორმაციით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე იმერეთზე 5550 დოზა ვაქცინა განაწილდა.
სამედიცინო პერსონალი სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებულ ამცრელ დაწესებულებებში იცრება. ქუთაისში ვაქცინაცია ოთხ კლინიკაში მიმდინარეობს.
იმერეთში, ამ დრომდე, სამედიცინო სფეროს 80 წარმომადგენელი აიცრა.
მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია რაიონულ საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში ჩატარდება.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
იმერეთში ერთ-ერთი პირველები ჩემი ოჯახის წევრები აიცრენ – გოჩა გიორგიძე
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი