ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის თბილისში ვიზიტი გრძელდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონს საქართველო ამ დილით უნდა დაეტოვებინა. თუმცა, წუხელ განაცხადა, რომ კიდევ ერთი დღით დარჩება თბილისში, რათა, მისივე თქმით, მმართველ პარტიას და ოპოზიციას პოზიციების დაახლობაში დაეხმაროს და ამით შეთანხმების მიღწევა გახადოს შესაძლებელი.
„ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა, – იმისათვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. პროცესში ყველა მხარე ძალიან კარგად მუშაობდა. გავაგრძელებთ მუშაობას. ყველაფერი მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ.
ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები შეძლებენ, პარტიები შეძლებენ უფრო დაახლოებას. ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ და ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით“, – განაცხადა დანიელსონმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოს იმ პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ეხმარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.