„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საერთო კრებები გრძელდება.

უკვე გაგაცანით ბაზალეთის, ბორითის, ვახანის, ზვარეს, ვარძიისა და ხიდარის თემის სოფლების მოსახლეობისგან შერჩეული პროექტები.

ამჯერად კიცხის, ლაშეს, ლეღვანის, მოლითის, ნადაბურის, სარგვეშის, ფარცხნალისა და ღორეშას თემის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ შერჩეულ პრიორიტეტებს გაგაცნობთ.

  • კიცხის თემის სოფლებში – ბორსა და საქარიქედში მოსახლეობამ საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება გადაწყვიტა. თითოეული სოფლისთვის 12 000-12 000 ლარია გამოყოფილი;
  • კიცხში 16 000 ლარს წყლის სისტემისა და სოფლის სკვერის კეთილმოწყობისთვის მასალების შეძენას მოახმარენ;
  • იგორეთის მოსახლეობა10 000 ლარით საუბნო გზის შეკეთებას გეგმავს;
  • თეთრაწყაროში 12 000 ლარი წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შეძენას (ავზი, წყლის მილები), წყლის სათავე ნაგებობისა და სოფლის წისქვილების რეაბილიტაციას მოხმარდება.
  • ლაშის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ლაშეში, უჩამეთში, იგორეთში, ღვერკსა და ხემაღალში საუბნო გზები მოწესრიგდება. ხუთივე სოფლისთვის სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯამში, 52 ათასი ლარია განსაზღვრული.
  • ლეღვანში 16 000 ლარით – „ჭინალის უბანში“ გზის რეაბილიტაცია განხორციელდება;
  • დიდვაკეში 10 ათასი ლარით სკვერი მოეწყობა;
  • მარელისში 12 000 ლარით წყლის მილებს შეიძენენ და რეაბილიტაციას ჩაუტარებენ წისქვილს;
  • პატარა სახლარისთვის გამოყოფილი 10 000 ლარი წყლის მილების შეძენასა და გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
  • მოლით 12 000 ლარით გზის შეკეთება, წყლის მილების შეძენა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიგეგმა;
  • ანიულაში 10 000 ლარით – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
  • ბეჟათუბან 10 000 ლარით – გზის შეკეთება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, წყლის მილების შესყიდვა;
  • ნებოძირ 12 000 ლარით გარე განათების სისტემის მოწყობა, წყლის მილების შესყიდვა;
  • ქვებ 12 000 ლარით საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება (ზედა ქვები), გარე განათების სისტემის მოწყობა (ქვედა ქვები);
  • ჭარტალ 10 000 ლარით – გზის შეკეთება, წყლის სისტემის მოწყობა, საფეხმავლო გზის ნაპირზე მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის მოწყობა;
  • ბაბ  10 000 ლარით – საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება, წყლის მილების შესყიდვა;
  • დეის 10 000 ლარით – გარე განათების მოწყობა, წყლის მილების შესყიდვა.
  • ნადაბურში მოსახლეობამ 12 000 ლარით გარე განათების მოეწყობა გადაწყვიტა;
  • გოლისში 10 000 ლარით – სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.
  • სარგვეშშითემის სამ სოფელში სარგვეშში, საბესა და მიროწმინდაში გარე განათება მოეწყობა, -სარგევშში გარე განათებაზე 12 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო საბესა და მიროწმინდაში – 10 000 -10 000 ლარი;
  • ხორითში 10 ათასი ლარით საუბნო გზები შეკეთდება.
  • ფარცხნალის თემის სოფელ ახალსოფელში 10 000 ლარით მოსახლეობამ სასაფლაომდე მისასვლელი გზის შეკეთება-მოხრეშვა და წყლის მილების შეძენა გადაწყვიტა;
  • ღუდუმექეთ 10 000 ლარით – საუბნო გზის შეკეთება-მოხრეშვა, წყლის მილების შესყიდვა;
  • ისლარ 10 000 ლარით – ხიდის შეკეთება, საცალფეხო ხიდ-ბოგირის მოწყობა, წყლის მილების შესყიდვა, წყლის ავზის დამონტაჟება;
  • ფარცხნალში 12 000 ლარით საუბნო გზების შეკეთება-მოხრეშვა, ხიდ-ბოგირისთვის მოაჯირის მოწყობა, სანიაღვრე არხის მოწყობა, წყლის მილების შესყიდვა.
  • ღორეშაში 16 000 ლარით პირველი და მესამე უბნებისთვის წყლის მილებს შეიძენენ და საუბნო გზებს დახრეშავენ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები 15 მარტს დასრულდება. შერჩეულ პროექტებს მუნიციპალიტეტის საკრებულო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარსადგენად დაამტკიცებს.

სულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 78 სოფლისთვის 890 000 ლარი გამოიყოფა.