

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ დრომდე ვაკანტურია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, ეკონომიკისა და ქონების მართვის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურების უფროსების თანამდებობები.
მერიამ დახურული კონკურსი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურების უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე გამოაცხადა.
დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მოქმედ საჯარო მოხელეებს აქვთ.
ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრება ორმა პირმა გაიარა, ხოლო ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობისთვის გამოცხადებული კონკურსი ჩავარდა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაინიშნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება იქმნება. ამ მიზნით მერიამ განყოფილების უფროსისა და სოცმუშაკის თანამდებობების დასაკავებლად დახურული კონკურსი გამოაცხადა.
კახა გოლუბიანის ინფორმაციით, განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრება ორმა პირმა გაიარა, სოცმუშაკის თანამდებობაზე კი – ერთმა.
განყოფილების გამგე და სოცმუშაკი მომავალი კვირის ბოლომდე დაინიშნებიან.
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურების უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე ხარაგაულის მერია დახურული კონკურსის გამოცხადებას უახლოეს ხანში გეგმავს.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი