

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მოპოვებული ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 2021“-ის დაწყების დეტალები ზუსტდება და საბოლოო გადაწყვეტილება ამ კვირის ბოლოს გასაჯაროვდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ჯონი კალანდაძე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე გარკვეული პრობლემები შექმნა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია სოფლებში კრებების მოწვევა, სადაც მოსახლეობა წყვეტს, რა პრობლემა მოგვარდეს, – ამბობს ჯონი კალანდაძე, – კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობის საერთო კრების გამართვა პრობლემაა, დისტანციურად კრების ჩატარებისთვის კი სოფლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის. სამინისტროში ამ საკითხებთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალები ზუსტდება“.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 2021 წელს, გასული წლის მსგავსად, 40 მილიონი ლარია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის ამ პროგრამის ფარგლებში, ისევე როგორც 2020 წელს, 890 000 ლარი გამოიყოფა.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: შეხვედრა ღარიხევის მოსახლეობასთან, 2020 წლის თებერვალი.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი