

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26-ვე სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მარინა ვეფხვაძის ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეთა 99%-იანი დასწრებაა.
მიუხედავად იმისა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა პირველი თებერვლიდან არ განახლებულა, დღეს გაკვეთილებზე მისვლა მოახერხა ყველა იმ მასწავლებელმა, რომელთა გადაადგილებაც ამ ტრანსპორტზეა დამოკიდებული.
ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ თუკი საჭირო გახდება, გამონაკლისის სახით, არ არის გამორიცხული, რომ მეზობელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, ტრანსპორტირებაზე დამოკიდებული ამ მასწავლებლებისთვის ონლაინგაკვეთილები დაინიშნოს. თუმცა, უმჯობესია, რომ მათ სკოლებში მისვლა მოახერხონ.
მარინა ვეფხვაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 2112 მოსწავლეს 535 მასწავლებელი ასწავლის. ეს სკოლები დისტანციურ სწავლებაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის