დღეს ცნობილი გახდა, რომ 18 იანვრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.
სწავლა დისტანციურად გაგრძელდება თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, ასევე აჭარის რეგიონში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ხარაგაულის მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობაა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში არსებულ ყველა სასკოლო დაწესებულებაში სწავლა დისტანციურად უნდა განახლდეს. ზოგიერთი კი სწავლის საკლასო ოთახებში დაწყების მომხრეა.
ინგა ვეფხვაძე მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელია. იგი ფიქრობს, რომ სწავლა დისტანციურად უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ეპიდსიტუაცია არ გამოსწორდება. მას მიაჩნია, რომ ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია.
„ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჯერ არ არის მოდუნებისა და სიმშვიდის საფუძველი, – ამბობს ინგა ვეფხვაძე, – მოსწავლეები სკოლაში რეგულაციებს ნამდვილად ვერ დაიცავენ. ზესტაფონსა და ქუთაისში სწავლა დისტანციურ რეჟიმში რჩება, ხარაგაული რატომ არის გამონაკლისი?! ჩვენთან არ არის გავრცელებული კორნავირუსი?!
ონლაინ სწავლების დროს გაკვეთილებს 15 ბავშვიდან 13 მაინც ესწრება ხოლმე. სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში კი მშობლები შიშის გამო შვილებს არ გაუშვებენ. 15 მოსწავლიდან საკლასო ოთახში გაკვეთილებს, შესაძლოა, მხოლოდ 5 დაესწროს. დარჩენილ 10-ს კი დამატებით გაკვეთილებს არავინ ჩაუტარებს. ამ შემთხვევაში უფრო გართულდება საქმე. ახლა განსაკუთრებით შეშინებული ვარ, რადგან ვეცნობი ინფორმაციებს კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით.
მე პარალელურად პედაგოგიც ვარ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოსწავლეები დისტანციურ სწავლებას თავს კარგად ართმევენ. გადაიაროს მესამე ტალღამ და გაზაფხულიდან მშვიდად შევუდგეთ სწავლას სკოლებში“.
ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორი, ნატო შათირიშვილი მიესალმება სწავლის სკოლაში განახლებას, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია ამის საფუძველს არ იძლევა.
„ჩვენ 18 იანვრიდან სწავლას კვლავ დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებთ. კორონავირუსი სოფელში ძალიან არის გავრცელებული. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ადამიანთა უმეტესობა ტესტს არ იკეთებს. ამ ფონზე, სწავლის სკოლებში განახლება არ შეიძლება. ვფიქრობ, რომ 1 თებერვლიდან დავბრუნდებით საკლასო ოთახებში“.
ვარძიის საჯარო სკოლის მასწავლებელს, მამუკა ხიჯაკაძეს მიაჩნია, რომ მეორე სემესტრი სკოლებში უნდა განახლდეს: „ჩვენს რაიონში ეპიდსიტუაცია ასე თუ ისე შედარებით გამოსწორებულია. შესაბამისად, კარგი იქნება თუ 18 იანვრიდან სწავლა სკოლაში განახლდება“.
„ჩემს კლასში დისტანციური სწავლა ჩვეულებრივ მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი იდეალურადაა. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ჩვენივე ჯანმრთელობისთვის საჭიროა კვლავ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე დავრჩეთ. ამით ნამდვილად არაფერი გვაკლდება“,- ამბობს მე-3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნიკუშა მეიფარიანი.
ლიკა ხიჯაკაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი