

შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ნაცვლად ამავე სახელწოდების სამსახურის შექმნა იგეგმება.
ამის შესახებ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა დღეს, პირველ თებერვალს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტის მერი რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას გამოსცემს და შემდეგ საკრებულოს საშტატო ნუსხაში ცვლილებებისთვის თანხმობას სთხოვს.
ამჟამად შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ადმინისტრაციულ სამსახურს ექვემდებარება.
რა აუცილებლობითაა გამოწვეული ახალი სამსახურის შექმნა, – ჩვენს ამ შეკითხვაზე მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი გვპასუხობს, რომ შესყიდვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ კუთხით მუშაობა გასაძლიერებელია. სამსახურის შექმნაზე გადაწყვეტილება მერიამ შემდგომში შესყიდვების ეფექტურად წარმართვის მიზნით მიიღო.
ამჟამად შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას ზურაბ იჩქიტიძე ხელმძღვანელობს. კახა გოლუბიანის ინფორმაციით, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თავდაპირველად შიდა კონკურსი გამოცხადდება.
ხარაგაულის მერიამ ეკონომიკისა და ქონების მართვის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე დახურული კონკურსი ახლახან გამოაცხადა.
ნინო კაპანაძე
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.