

პირველი თებერვლიდან ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობის ხუთ სოფელში – წიფაში, მოლითში, ზვარეში, ვახანსა და მარელისში ხაშურიდან, ზესტაფონიდან და ხარაგაულიდან ორმოცი მასწავლებელი მუშაობს. ყველა მათგანი ზესტაფონი-ხარაგაული-ხაშურის საგარეუბნო მატარებლით მგზავრობდა.
მატარებლების მიმოსვლა როდის აღდგება, ჯერჯერობით, უცნობია.
სკოლებამდე მისვლა განსაკუთრებით რთული ხაშურიდან მომავალი მასწავლებლებისთვისაა, რადგან მატარებელი მათი გადაადგილებისთვის ერთადერთი ტრანსპორტია.
განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებმა თავად უნდა მიიღონ საჭირო ზომები – შეუძლიათ, ტრანსპორტი დაიქირავონ ან მასწავლებლებს მგზავრობის ღირებულება აუნაზღაურონ.
გზების გაუმართაობისა და სკოლის ფინანსების სიმცირის გამო, ხაშურიდან მასწავლებლებისთვის ტრანსპორტის დაქირავებას მარელისის, წიფას,ზვარეს, ვახანისა და მოლითის სკოლების დირექტორები ვერ შეძლებენ.
ხაშურში მცხოვრები მასწავლებლები ტრანსპორტის ამოქმედებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მარელისის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათია კიკნაძე თავის ოთხ კოლეგასთან ერთად სკოლაში მისვლას ვერ შეძლებს.
როგორ გეგმავენ პრობლემის მოგვარებას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, მარინე ვეფხვაძეს მივმართეთ. მისი თქმით, ხარაგაულიდან ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მასწავლებელთა ტრანსპორტირებას ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს ისე, როგორც ეს ამ სასწავლო წლის დასაწყისში ხდებოდა.
რაც შეეხება ხაშურიდან მასწავლებელთა ტრანსპორტირებას, თვითმმართველობის წარმომადგენლები „საქართველოს რკინიგზასთან“ მოლაპარაკებას აწარმოებენ, რომ საგარეუბნო მატარებლით, რომელსაც ახლა მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლები გადაჰყავს, მასწავლებლებმა, რეგულაციების დაცვით იმგზავრონ.
ზუსტი პასუხი, თუ როგორ იმგზავრებენ მასწავლებლები სკოლებამდე, პარასკევს, 29 იანვარს გვეცოდინება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან სწავლა საკლასო ოთახებში შვიდ სკოლაში განახლდა. მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ სკოლებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა 28 ნოემბრიდან შეზღუდულია.
ნინო კაპანაძე
6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი,
დღეს, 27 აპრილს, ხარაგაულში ველომარათონი გაიმართა. ღონისძიებაში 18 მონაწილე ჩაერთო.