დღეს, 19 იანვარს, მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრებში წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება. ნაკურთხი წყალი, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, მთელი წლის განმავლობაში ინახება და მორწმუნეებს შეუძლიათ, მიიღონ.
ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგან სწორედ ნათლისღების დღესასწაულზე გაცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“.
ხარაგაულში ნათლისღების მსახურება ხარაგაულის მაცხოვრის შობის ახალნაკურთხ ტაძარში აღევლინა. მსახურება ტაძრის მღვდელმსახურმა მამა თომამ (ლაცაბიძე) აღასრულა.
წირვის დასრულების შემდეგ მოძღვარმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
ამ დღესაწაულს მეორედ განცხადება ჰქვია, ამ დღეს განცხადდა ყოვლაწმინდა სამება. კაცობრიობას სამყაროს შემოქმედი განეცხადა. უდიდესი დღესასწაულია დღეს, – აღნიშნა მამა თომამ (ლაცაბიძე), – ჩვენ დღეს რამდენჯერმე წავიკითხეთ სახარებიდან განცხადების ეს ნაწილი და ჩვენ თანამონაწილენი ვართ ამ სასწაულის.
ყველა ადამიანისთვის ჟღერდება ეს ხმა „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ჩვენ იმ ადამიანების რიცხვში არ უნდა აღმოვჩნდეთ, რომლებიც იქ იყვნენ, ისმინეს ეს სიტყვა, მრავალი სასწაული იხილეს უფლის მიერ აღსრულებული, მაგრამ ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი შემდეგ იძახის „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი“.
ნათლისღება არის ქრისტიანის კარიბჭე, ეკლესიური ცხოვრების დასაწყისი. ამ კარიბჭით ქრისტიანი შედის იქ, სადაც წმინდა სამების უდიდესი მადლმოსილებაა და როცა ამ კარიბჭეს შეაღებს ქრისტიანი ადამიანი, დიდი პასუსხიმგებლობა ენიჭება, რადგან ჩვენ ვინათლებით ყოვლაწმინდა სამების სახელზე, სულიწმინდის მადლი გარდამოედინება ჩვენზე.
გეწეოდეთ ნათლისღების მადლი. მადლობა უფალს, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები და ამ უდიდესი წყალობის ღირსი გაგვხადა. ნათლისღების დროს ადამიანი დებს აღთქმას „შეუვრდები ქრისტესა“. „შევუდგებით ქრისტესა“, – როდესაც ვპასუხობთ, ამ აღთქმისამებრ მოგვეკითხება თითოეულ ჩვენთაგანს, შევუდექით თუ არა ქრისტეს გზას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი