

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური გზები დააზიანა.
მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, დაზიანდა ბორითის, ხუნევის, ვანის, საღანძილის, თეთრაწყაროს, ბაზალეთის, ნადაბურისა და მოლითის ცენტრალური გზები, ასევე ძირულა-ხარაგაულის მშენებარე გზის მონაკვეთი. ამავე სოფლებში დაზიანდა ხიდ-ბოგირები და ზოგან ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაა.
„დილიდან მუშაობს როგორც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ასევე გზის მშენებელი ჩინური კომპანიის კუთვნილი ტექნიკა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ამ მომენტისთვის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სოფელში ცენტრალური გზა გაწმენდილია.
მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზარალს დაითვლის. შემდგომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვითანამშრომლებთ, რომ შესაბამისი სამუშაოები დაფინანსდეს.
რაც შეეხება მოსახლეობას, ამ სოფლებში ზოგიერთ მათგანს ეზოები და ნაკვეთები დაეტბორა. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ზიანი არ არის. ჯერჯერობით, პრობლემებს ადგილობრივი ძალებით ვუმკლავდებით“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ძირულა-ხარაგაულის გზის მონაკვეთი
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა და იმედი, რომელიც წლების
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,