

დაბა ხარაგაულში წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ (დირექტორი ზურაბ ბარჯაძე) 1 890 360 ლარად განახორციელებს.
30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა დაბა ხარაგაულის წყალარინების სისტემის დეტალური პროექტი 3 თვეში უნდა მოამზადოს, ხოლო ამ პროექტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები 5 თვეში უნდა დაასრულოს.
ჯამში, პროექტირება-მშენებლობისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეა განსაზღვრული.
დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა, სხვა ქუჩების პერსპექტივაში ჩართვის უზრუნველყოფით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის განახლებამდე უნდა მოეწყოს.
ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა, წლებია, მოუწესრიგებელია, რაც დაავადებათა გავრცელების საშიშროებასაც კი ქმნის.
ფოტოზე – ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წყალანიების ჯგუფის წარმომადგენლებს ხშირად უხდებათ ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემის მექანიკურად წმენდა.
„სინათლე მედია“ Index on Censorship-ის 2026 წლის
გაზისა და წყლის ფიქსირებული ტარიფი შეიცვლება
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა.