ხარაგაულის სოფლებში ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი – გარე განათების ქსელის მოწყობა-გაფართოებაა.
სოფელ კიცხში მცხოვრები ნინო კვანტრიშვილი ამბობს, რომ მის უბანში 2-კილომეტრიანი მონაკვეთი გარე განათების გარეშეა დარჩენილი. ანალოგიური პრობლემა მუნიციპალიტეტის თითქმის ოცივე ადმინისტრაციულ ერთეულშია.
რა გეგმა აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას ამ პრობლემის გადასაჭრელად, – ამის გასარკვევად მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„კიცხის ზონაზე ინტერნეტიზაცია მიმდინარეობს, რისთვისაც კომპანია „სკაიტელი“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საყრდენებს იყენებს და ამისთვის თანხას ადგილობრივ ბიუჯეტში იხდის, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – კომპანიას ვთავაზობთ, რომ ჩანაცვლების, ანუ გამოქვითვის პრინციპით, იმ საყრდენებით, რომელიც მისი კუთვნილებაა, ჩვენ ვისარგებლებთ და გარე განათებას დავამონტაჟებთ.
2021 წლის 16 იანვრიდან საქმიანობას აქტიურად შევუდგებით. მუნიციპალურ ააიპ-ს – „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებას“ – გარე განათებისთვის საჭირო მასალებს შევუძენთ. ამისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 40 ათასი ლარია განსაზღვრული.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, როცა მოსახლეობა გარე განათების მოწყობას ირჩევს, 10 ათასი ლარი დაახლოებით 12-14 წერტილისთვისაა საკმარისი. ის, რაზეც მე ვსაუბრობ, იგივე 10 ათას ლარში, 5-ჯერ მეტი გარე განათების წერტილის მოწყობის შესაძლებლობას მოგვცემს“.
„სკაიტელის“ წარმომადგენელმა ბესარიონ სვიანაძემ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში აღნიშნა, რომ კომპანია მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს.
„ხარაგაულკეთილმოწყობისა და დასუფთავების“ გაერთიანების ადმინისტრაციიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 3 500 გარე განათების წერტილია მოწყობილი. წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა საბის, სარგვეშის, მირონწმინდის, ზარანისა და მოლითის გარე განათებები. ბიუჯეტიდან გარე განათების ელექტროენერგიის ხარჯი 2020 წელს 120 ათასი ლარია.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.