ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა კიცხისა და ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლები დანიშნა.
კიცხის თემში მერის წარმომადგენელი პაატა ბერაძე იქნება, ფარცხნალში – ავთანდილ თაბუკაშვილი.
კიცხის თემში მერის წარმომადგენელმა პაატა ბერაძემ გვითხრა, რომ ის, ბოლო ოცი წელია, უცხოეთში, – საფრანგეთსა და ესპანეთში ცხოვრობდა. დღემდე ესპანეთში ცხოვრობს მისი ორი შვილი. პაატა ბერაძე საქართველოში 8 თვის წინ დაბრუნდა. წლების წინ, საქართველოში ცხოვრებისას, სპორტით, კერძოდ ჭიდაობით, იყო დაკავებული.
ავთანდილ თაბუკაშვილი 1984-2008 წლებში ფარცხნალის სკოლაში ფიზიკას, მათემატიკასა და შრომას ასწავლიდა. 2013-2014 წლებში ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად მუშაობდა. მერის წარმომადგენლად დანიშვნამდე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა. ჰყავს მეუღლე ნანა ღამბაშიძე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი.
ავთანდილ თაბუკაშვილი 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა. ის ფარცხნალის თემის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს „ქართული ოცნებიდან“ იყრიდა. მაშინ ფარცხნალის მაჟორიტარი მიხეილ ჭიპაშვილი გახდა „შენების მოძრაობიდან“.
რა ნიშნით შეარჩია პაატა ბერაძე და ავთანდილ თაბუკაშვილი, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„პაატა ბერაძე თავის დროზე წარმატებული სპორტსმენი იყო, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – გამოჩენილი ოჯახიდანაა – მისი მამა იუზა ბერაძე „ოდილას“ წევრი გახლდათ. პაატა ბერაძე წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა. აქტიური ადამიანი და ახალი სახეა. მიმაჩნია, რომ მას, როგორც ევროპაში ნაცხოვრებ ადამიანს, განსხვავებული და საინტერესო ხედვები ექნება. ზოგადად, მერის წარმომადგენელს ბევრი უფლებამოსილება არ აქვს მინიჭებული, მაგრამ მისი ხედვები შეიძლება იყოს ახალი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ჩემთვის მასთან მუშაობა კომფორტული იქნება.
ავთანდილ თაბუკაშვილი მოსახლეობაში მაღალი რეიტინგით სარგებლობს. ეს მის მიერ არჩევნებში მიღებული ხმებით დასტურდება – 2017 წელს მას კონკურენტმა 10-12 ხმით მოუგო. ნდობა გამოვუცხადე და დარწმუნებული ვარ, რომ კარგად იმუშავებს“.
ამ დრომდე ვაკანტურია მერის წარმომადგენლის თანამდებობა სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 17 ადმინისტრაციულ ერთეულში მერმა წარმომადგენლები დეკემბრის დასაწყისში დანიშნა.
წარმომადგენლები მერის უფლებამოსილების ვადით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ინიშნებიან.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.