მომავალი კვირიდან ხარაგაულში მცხოვრები 700 ოჯახი საკვებ პროდუქტებს მიიღებს.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძესგან მოვიპოვეთ.
საკვებ პროდუქტებს მიიღებენ:
ნანა კიკნაძე ამბობს, რომ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შესახებ ინფორმაცია მათ სამსახურს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
სასურსათო პაკეტში შედის – ბურღულეული, 1 კგ შაქარი, 1 კგ შოკოლადი, ერთი ცალი შედედებული რძე, მცენარეული ცხიმი „დაჩა“, ერთი ლიტრი ზეთი. მრავალსულიანი ოჯახები (ოთხი და მეტი წევრი) 25-25 კგ პურის ფქვილს მიიღებენ, ხოლო ის ოჯახები, სადაც სამი და ნაკლები წევრია – 10-10 კგ პურის ფქვილს.
ამ სურსათის შესაძენად ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 000 ლარი გამოიყო – 20 ათასი ლარი 2020 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან, დანარჩენი თანხა კი სოციალური უზრუნველყოფის შიდა პროგრამიდან.
„კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით და სოციალური პროგრამების ანალიზის საფუძველზე, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, გადაუდებელი რეაგირების პროგრამა შევიმუშავეთ, – ამბობს ნანა კიკნაძე, – ამ პროგრამის ფარგლებში დავეხმარებით ისეთ ოჯახებსა თუ პირებს, რომლებიც ვერც ერთ მუნიციპალურ პროგრამაში ვერ მოხვდნენ და გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ.
მაგალითად, ამ დღებში კიცხიდან შეგვეხმიანა ერთი ოჯახი, სადაც ყველა კოვიდინფიცირებულია. ოჯახი იზოლაციაშია, მათ ირგვლივ მოხუცი მეზობლები ცხოვრობენ. ფაქტობრივად, საჭმლის მიმწოდებელი არ ჰყავთ. იმის მიუხედავად, რომ პროდუქტებით დასახმარებელთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ, მათ აუცილებლად დავეხმარებით“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში გადაუდებელი რეაგირების პროგრამის მუხლში 20 ათასი ლარი განისაზღვრა.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.