დღეს, 21 დეკემბერს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) იმერეთის მხარეში დაიწყო საგრანტო პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ განხორციელება.
პროექტის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
პროექტი ისახავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა:
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ხუხუას, ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სამი მიმართულებით განხორციელდება.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფოკუს ჯგუფებთან ინტერვიუების გაკეთება, რომლის ანალიზის საფუძველზე მომზადდება ანგარიშები და შემუშავდება რეკომენდაციები ბიუჯეტის პროგრამების შესახებ, აქცენტი გაკეთდება კორონავირუსის შემდგომ გამოწვევებზე.
მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩაშენდება პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ინიციატივები და შეხედულებები წარმოადგინონ. ამ პლატფორმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ასევე პროექტის ფარგლებში იგეგმება Livestream-ების დანერგვა, – მუნიციპალიტეტის მიერ გამართული მნიშვნელოვანი საჯარო შეხვედრების პირდაპირი ეთერის ფორმატით გადაცემა,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნინო ხუხუამ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტის განხორციელება სიკეთის მომტანი იქნება ადგილობრივი მოქალაქეებისათვის.
„მერიის მხრიდან უფრო მეტი გახსნილობაა საჭირო, ასევე საჭიროა მეტი ყურადღება სამოქალაქო ინიციატივებისადმი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მთლიანად შეიკრას საზოგადოების აზრი ამა თუ იმ გადაწყეტილების შესახებ. მადლობა თქვენს ორგანიზაციას, რომ ხელს გვიწყობს მოსახლეობასთან გვქონდეს მეტი კომუნიკაცია. მხარს ვუჭერ თქვენს პროექტს. ეს მემორანდუმი გვიჩენს მეტ პასუხისმგებლობას ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე“, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
პროექტი „მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
პროექტი „გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.