

შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა.
განკარგულების მიხედვით, ახალარჩეული პარლემენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს დღის 12 საათზე გაიმართება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 511 853 შეადგინა. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო.
საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.
საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.